05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის დაკითხვას ელოდება

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - ეს განაცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, საპატრიარქო მთელი გულისყურით ელოდება მამა გიორგის ჩვენების მიცემას, რადგან უკვე 10 დღეა ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით.

„მთელი 10 დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოსდაბოლოს გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები