05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"რუსეთი კლავს" - ორგანიზაცია "თავისუფალმა ზონამ" აქცია-პერფომანსი გამართა

ოკუპაციის კვირის ფარგლებში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამ აქცია-პერფორმანსი გამართა სახელად რუსეთი კლავს. აქციის მონაწილეებმა კრემლის პოლიტიკა დაგმეს. მათი განცხადებით, რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იბრძვის და ტერორისტულ ქმედებებს ახორციელებს.

„რუსეთი არ არის მოძმე ერი, ის არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ერი,“ - განაცხადა თავისუფალი ზონის თავმჯდომარემ, ნიკა ჭურაძემ.

თავისუფალი ზონის წევრებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რა ჩაიდინა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს.

დღის ამბები