05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
89 - 20-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა მოსმენების კანონი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 20 წინააღმდეგი იყო. 

კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა კანონის ამ ვერსიას არ ეთანმხმება. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ე.წ. მოსმენების კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

უმცირესობაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები ამ კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები