05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
როგორც დღეს მამა გიორგის სიცოცხლეა საფრთხეში, ასევე პატრიარქის სიცოცხლეც საფრთხეშია - ირინა სარიშვილი

„სამწუხაროდ, როგორც დღეს მამა გიორგის სიცოცხლეა საფრთხეში, იმიტომ, რომ ის დილემის წინაშეა, ან სიცოცხლე უნდა ჩაიგდოს საფრთხეში, ან წავიდეს ამ უმსგავსოებთან რაღაც მოლაპარაკებებზე, ასევე პატრიარქის სიცოცხლეც საფრთხეშია, თუ ის დააპირებს სიმართლის თქმას და ამას მოასწრებს,“- ეს განცხადება ირინა სარიშვილმა გააკეთა, რომელიც საპატრიარქოში მივიდა. მას საპატრიარქოში შესვლაზე უარი უთხრეს. 

ირინა სარიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძე აპირებდა, რომ პატრიარქისთვის ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. მისივე განცხადებით, შესაძლებელი იყო, რომ გუშინ დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკიდან იმიტომ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ ის პატრიარქს ვერ შეხვედროდა.

„დეკანოზი მამალაძე გახლავთ ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არა პიარისთვის, არამედ საქმისთვის აპირებდა იმ სიბინძურეების და უმსგავსობების შეტყობინებას პატრიარქისთვის, რომელიც ჩავთვალოთ, რომ ინფორმირებული არ არის, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება. კლინიკაში არსებობდა მექანიზმი, რომ პატრიარქს შეხვედროდა, ის სწორედ იმიტომ იქნა იზოლატორში გადაყვანილი სასწრაფოდ, რომ დღეს მავანთ როგორც ფარისეველთა საბჭოდან, ისე მთავრობისგან, რომელიც არანაკლებ ნაძირლებისგან შედგება, ჰქონოდათ სათქმელი, რომ პატრიარქისა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრა შეუძლებელია. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც შემსრულებელთა უვარგისობის გამო, ძალიან უხერხულ და სულელურ მდგომარეობაში ჩააყენა დღევანდელი ხელისუფლება, უკვე მერამდენედ, აქედან გამომდინარე, ისინი გამოსავალს ეძებენ,“- განაცხადა ირინა სარიშვილმა.

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები