05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი 2015 წლის მარტიდან სამხედრო სამსახურში არ არის - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ ქართველი მფრინავი, რომელიც ახლა კონგოში მეამბოხეების მიერ არის დატყვევებული, 2015 წლის მარტიდან სამხედრო სამსახურში არ არის. მინისტრის განცხადებით, სოსო ოსურაულის უფლებების დასაცავად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს.

„2015 წლის მარტიდან ის უკვე არ არის სამხედრო სამსახურში. თავისი სურვილისამებრ იმყოფებოდა კერძო კომპანიის დაკვეთით კონგოში. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და შესაბამისად, გარკვეულ სპეციფიკასთან არის კომუნიკაცია დაკავშირებული, თუმცა, როგორც ვთქვი, ძალ-ღონეს არ იშურებს მთავრობა, რომ თითოეული მოქალაქის უფლებები და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული,“ - განაცხადალევან იზორიამ.

საქართველოს ვიცე პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა საქმით იყო დაკავებული ქართველი მფრინავი, მნიშნელოვანია სოსო ოსურაულის უფლებები დაცული იყოს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მის გასათავისუფლებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.

სოსო ოსურაული მეამბოხეებმა დაახლოებით 1 თვის წინ დაატყვევეს.  ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს 22 თებერვალს მიაწოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები