05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"რუსთავი 2" არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება

რუსთავი 2 მზად არის ჩაერთოს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის ქრთამის სახით ქონების შესაძლო გადაცემის ისტორიის დეტალების გამოკვლევაში“ - ეს არის რუსთავი 2-ის პოზიცია, რომლითაც ტელეკომპანია 9 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას პასუხობს.

არასამთავრობოებს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ მათთვის წარდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული, და მეორე - საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროკურატურამ ეტაპობრივად უნდა გაასაჯაროოს საქმესთან - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმესთან - დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები.

დღის ამბები