არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ განხილული დოკუმენტების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ მოსამართლე ნაზღაიძეს 1 მილიონი ლარის ქონება გადასცეს, საფუძველს მოკლებულია.
"ჩვენი განცხადების მიზანი არის ის, რომ ვთქვათ, რომ მედიაში მტკიცებით ფორმაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ ერთ მილიონამდე ლარის ქონება ქრთამის სახით იყო მიღებული, ამის მტკიცებით ფორმაში თქმის საფუძველს, ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტაცია არ იძლევა. ჩვენი განცხადების მიზანი არის საკრებულოს განკარგულების კანონიერების მტკიცება ან მიზანშეწონილობის მტკიცება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც გაგვიჩნდა კითხვები ამ დოკუმენტაციის შესწავლისას,“ - აცხადებს ოლიკო შერმადინი.
ის აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება განმარტონ და გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხონ.
ოლიკო შერმადინის განმარტებით, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონის თაობაზე, ლეგიტიმური კითხვები არსებობს.