03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ალილოსთვის მზადება დასასრულს უახლოვდება

ალილოს მსვლელობამდე ერთი დღით ადრე ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ხვალ ზუსტად 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. სასულიერო და საერო პირები რუსთაველისა და თავისუფლების მოედნის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივლენ. გზად ისინი საპატრიარქოშიც გაივლიან, სადაც ილია II მათ შემოწირულობებსა და ტკბილეულს გადასცემს.

მერიის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მსვლელობის დროს იმ მიმართულებით სადაც ალილოს წევრები იმოძრავებენ ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

სამების ტაძარში შეგროვებული შემოწირულობა 9 აინვარს ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები