ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი და საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მას არ აქვს ამბიცია, რომ პატრიარქი გახდეს.
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემდეგი პატრიარქი შესაძლოა სწორედ ის იყოს, მოგონილ თემას უწოდებს.
„ამაზე ფიქრიც კი დღეს, როცა პატრიარქი ცოცხალია, არის უზნეობა, მაგრამ რახან ზოგიერთები ფიქრობდნენ რაღაცებს მომაწერდნენ, მინდა საქვეყნოდ, სახალხოდ განვაცხადო, რომ მე ამის ამბიცია არ მაქვს, ვიცი ჩემი შესაძლებლობები... ეს უფრო მოგონილია თემაა სიტუაციის სიმძაფრისთვის,“- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.