05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
თბილისის ცენტრალურ უბნებს ელექტროენერგია შეუწყდა - მიზეზად დაზიანება სახელდება

თბილისის ცენტრალურ უბნებში რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიზეზად დაზიანება დასახელდა. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოების გამო ელექტროენერგიის იმპორტი სომხეთიდან ხორციელდებოდა. ხაზზე დაზიანება მოხდა, რის გამოც ელექტროენერგია მთაწმინდის, საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს 7 წუთის განმავლობაში ქონდა შეწყვეტილი.

ეკა ვერულაშვილის განცხადებით, ამჟამად საქართველო ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას. მისივე ინფორმაციით, ქალაქში ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

 

დღის ამბები