ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ხმის ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება. სამართალდამცველები ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულს შეხვდებიან. საექსპერტო ნიმუშების აღების პროცესს ადვოკატებიც დაესწრებიან.
ამის შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, მკვლელობის მომზადების საქმეზე, დღესვე დაიკითხოს მამა გიორგი მამალაძე. ადვოკატების თქმით, ის მზად არის ჩვენების მისაცემად და დაცვის მხარემ შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურას უკვე მიმართა.
პარალელურად, დაცვის მხარის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საპატრიარქოში შეხვედრის დროს სასულიეროს პირებს გააცნეს.