05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ ემოციური განცხადება გააკეთა - გიორგი ანდრიაძე

მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ ემოციური განცხადება გააკეთა - აცხადებს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

გიორგი ანდრიაძე არ გამორიცხავს, რომ მამა მიქაელი კვლავ დარჩეს პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე.

ანდრიაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი არ იყო ილია მეორესთან შეთანხმებული და პატრიარქის პოზიცია ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.

"ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, მის მეგობრებს და პატრიარქის თანამებრძოლებს, რომ მამა მიქაელი პატრიარქის მდივნად ვიხილოთ. ის რჩება პატრიარქის უახლოეს თანამებრძოლად და მეგობრად," - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

მამა მიქაელ ბოტკოველმა პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია, გუშინ ჟურნალისტებთან დაადასტურა. 

დღის ამბები