05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე" - მამა მიქაელი გიორგი ანდრიაძეს პასუხობს

მამა მიქაელ ბოტკოველი გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ამ შესახებ განცხადება მან კურიერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი ანდრიაძემ განმარტა, რომ მდივანმა ემოციური განცხადება გააკეთა.

„მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ. ეს რა თქმა უნდა, თქვას ანდრიაძემ თავისი აზრი, შეიძლება სხვამაც გამოთქვას თავისი პოზიცია. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს,“ - აცხადებს კურიერთან სატელეფონო საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველი.

მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არ შეუტყობინებია, შესაბამისად, არც უწმინდესის პოზიციაა მისთვის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 

დღის ამბები