05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
სასწავლებელში, რომლის რექტორიც ბრალდებული დეკანოზი იყო, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასწავლებელში, რომლის რექტორიც იყო მამა გიორგი მამალაძე, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სასწავლებლის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცათ მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი, თუმცა სასწავლებელში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელნაწერის გადაცემა არ მოხდა.

“მოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც წარმომიდგინა დოკუმენტი, რომელიც იყო აჭარის პროკურატურის. არ ვიცი რამდენად სანდო იყო ეს დოკუმენტი, არ ვიცი მართლა წარმოადგენდა თუ არა ის პირი პროკურატურას თანამშრომელს, უბრალოდ ჩემში უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ ის ითხოვდა მამაოს ხელნაწერს, ნებისმიერი სახის, თუნდაც პატარა ფურცლის ნაგლეჯს და თვითონ მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც იწვევდა უნდობლობას. ეს ადამიანი იყო სხვისი გამოგზავნილი, ასე ჩავთვალე მე იმიტომ, რომ ის დრო და დრო ეკონტაქტებოდა სხვას და ის აძლევდა იქიდან რჩევებს, სამჯერ გაბრუნდა და უკან დაბრუნდა,“ - განაცხადა დირექტორის მოადგილემ მარიამ ტარიელაძემ.

დღის ამბები