"ნუ გვისმენთ"- ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის წარმომადგენლებმა, პარლამენტის შენობის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც დღეს არის პარლამენტში, არ მიიღოს.
"ეს კანონი არც ადამიანის ულებების დაცვისკენ არის მიმართული და არც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ. ეს კანონი მიმართულია ერთი ადამიანის უსაფრთხო ძილისკენ, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მორე მოსმენით განხილვა იწყება.