03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი იპოვეს

იტალიაში სამუშაოდ მყოფი 52 წლის ლალი ნამჩევაძე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გვამის ამოცნობა შეუძლებელია, თუმცა გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ქალის შვილმა მისი სამკაული ამოიცნო.

ლალი ნამჩევაძე იტალიაში სამუშაოდ შვილთან ერთად სოფელ ჭოგნარიდან წავიდა. ის 2014 წლის თებერვლის შემდეგ საკუთარ ოჯახს არ შეხმიანებია და დაკარგულად მიაჩნდათ.

გარდაცვლილი ქალის ქმარი ამ დროისთვის სოფელ ჭოგნარში იმყოფება და ის ხელისუფლებას მეუღლის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

ლალი ნამჩევაძის გადმოსვენებას 4 ათასი ევრო სჭირდება. 

დღის ამბები