თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ორწლიანი ანტი-სტიგმა მოძრაობა წარადგინეს, რომელსაც დაინახე ყველაფერი ჰქვია.
კამპანიის მიზანია შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებისა და ქცევის ნორმების შეცვლა.
ანტი-სტიგმა მოძრაობა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მოძრაობის ლიდერები სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მშობლები არიან.