05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
ვის ექნება მედიასთან კომუნიკაცია, პრემიერთან ილია მეორის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა

საქართველოს საპატრიარქოს მდივნის საკითხი, საქართველოს პატრიარქისა და პრემიერმინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

„უახლოეს საათებში გადაწყდება ვინ იქნება ის ოფიციალური პიროვნება, რომელიც უპასუხებს ხოლმე თქვენს კითხვებს, მაგრამ ეს პიროვნება არ იქნება პატრიარქის მდივანი, რომელ პოსტსაც იკავებდა მამა მიქაელ ბოტკოველი. ეს საკითხები მოგვიანებით გადაწყდება,“ - აცხადებს ანდრიაძე.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რჩება თუ არა პატრიარქის დაცვის ხელმძღვანელად სოსო ოხანაშვილი.

„ამ წუთში არ დამინახავს. მე შევედი 15 წუთი, მივიღე დავალება და გავდივარ. ოფიციალურ პოზიციას და ინფორმაციას მოგაწვდით ის პიროვნება, ვისაც პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ დანიშნავს კათოლიკოს პატრიარქი, თქვენთან მოსაუბრეს,“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

დღის ამბები