05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
მამა კახაბერი მამა მიქაელსა და სოსო ოხანაშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას მამა მიქაელ ბოტკოველსა და საპატრიარქოს დაცვის უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრიარქოში გამოეხმაურება მოჰყვა. მამა კახაბერ გოგოტიშვილმა ინციდენტი არ დაადასტურა.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, მდივნის პოზიციის საკითხი არ განიხილება, რადგან ილია მეორეს ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და ამიტომ, მიქაელ ბოტკოველი ჯერჯერობით პატრიარქის მდივანად ითვლება.

მამა კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, დღეს დაინიშნება პიროვნება, ვისაც მედიასთან ურთიერთობა ექნება.

„არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეხვედრიან. საპატრიარქო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, დღის მეორე ნახევარში გადაწყდება თუ ვინ დაინიშნება ერთი პიროვნება, რომელიც პრესასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს და საინფორმაციო ვაკუუმი არ იქნება, ანუ მუდმივად შეგეძლებათ თქვენ მასთან ურთიერთობა. მდივნის პოზიციაზე არ არის ლაპარაკი, მდივნის პოზიციაზე საერთოდ არ განიხილება ჯერ ეს საკითხი, მის უწმინდესობას ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ჯერჯერობით მამა მიქაელი პატრიარქის მდივნად ითვლება,“- განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა. 

ავტორი: მარიკა გოცირიძე. 

დღის ამბები