05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
სახელმწიფო უწყებებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვეს

სახელმწიფო უწყებებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვეს. დროშები დაშვებულია პარლამენტის, თავდაცვისა და შს სამინისტროების შენობებზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული უწყებები ავრცელებენ.  

„დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა,“ - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

ასევე დაშვებულია დროშები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

დღის ამბები