05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
შსს-ს არქივმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა

შსს-ს არქივმა ბათუმში საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული წიგნის - „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები (1921)“ - პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.

წიგნში თავმოყრილია შსს-ს არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალები - რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩანაწერები საქართველოს ოკუპაციისა და ქვეყანაში გატარებული პერიოდის შესახებ.

აღნიშნული წიგნის მეშვეობით, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.

პრეზენტაციაზე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და შსს-ს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „1921“ ჩვენება მოეწყო.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დღის ამბები