05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

„საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

"დღესვე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები