გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის დაცვის უფროსისა და დაცვის 17 წევრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საპატრიარქოში არ დაადასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ პატრიარქის დაცვის წევრები უწყების დაქვემდებარებაში რჩებიან.
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მამა დავით შარაშენიძე, ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ავტორი: მარიკა გოცირიძე