05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნათია შეყილაძე ჭითაურიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ რეანომობილით უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონა რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ საღმოს კი გარდაიცვალა.

დღის ამბები