05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართველმა სპეციალისტებმა ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი შექმნეს

ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართველმა სპეციალისტებმა ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი შექმნეს. სილიკონ ველი თბილისის სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორების განმარტებით, გამოგონებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და მისი გამოყენება შესაძლებელია საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესის სფეროში მომუშავე კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის პროცესში.

ორგანიზაციების მართვის ხელოვური ინტელექტი მენეჯმენტს აწვდის ინფორმაციას კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ და სთავაზობს მოგვარების გზებსაც.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, პროდუქტით მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები უკვე დაინტერესდნენ. 

დღის ამბები