ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მეტროსადგურ რუსთაველში გამოფენა გაიხსნა. ფოტოები საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და მისი დამცველების ისტორიას ასახავს.
ღონისძიება მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ორგანიზებით მოეწყო.
გამოფენას პარტიის ლიდერებიც დაესწრნენ და ბროშურები დაარიგეს, სადაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს 200-წლიანი ბრძოლის ქრონოლოგიაა აღბეჭდილი.