დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის წევრი ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლის თქმით, ომბუდსმენის აპარატი საქმის შესწავლას აგრძელებს და დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მონიტორინგს განახორციელებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოებას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ბრალდებული დეკანოზი ჩვენების მიცემაზე თანახმაა.