05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ბრალდებას არ სურს, მოისმინოს ჭეშმარიტება - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები რამდენიმე დღეა, საჯარო განცხადებებს აკეთებენ, რომ ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე დაიკითხოს. დაცვის მხარემ გუშინ პროკურატურაში შესაბამისი შუამდგომლობაც შეიტანა.

გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მაინც ვერ მოხერხდა. ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარე დაკითხვის პროცეს მიზანმიმართულად აჭიანურებდა.

„ბრალდებას არ სურს, მოისმინოს ის ჭეშმარიტება, რომელსაც ის აპირებს განცხადება გააკეთოს და ჩვენება მისცეს,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამა გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება.

 

დღის ამბები