05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
მოხდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, როგორც პროკურატურის, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - ომბუდსმენი

„დაკავების დღიდან იყო არაერთი პროცესუალური დარღვევა... თავიდანვე მოხდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, როგორც პროკურატურის, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ეს პროცესი თქვენ ტელევიზიის მეშვეობით შეიტყო საზოგადოებამ, შემდეგ უკვე მოვისმინეთ არაერთი განცხადება პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომელიც მინიშნება იყო, რომ თითქოს სასულიერო პირებზე, პატრიარქზე იყო მინიშნება, ხებოდა სავარაუდო მკვლელობა,“- ეს განცხადება სახალხო დამცველმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„გამოძიება უნდა ცდილობდეს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტურად წარმართოს გამოძიება და ის მალე დასრულდეს, რაც გარკვეულწილად იწელება, ამაზე იყო საუბარი ადვოკატების მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

სახალხო დამცველის თქმით, მამა გიორგი მამალაძე საკანში აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.

უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეში თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე საუბრობს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მამა გიორგის თხოვნაზე, რომ დაცული იყოს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.

„იმ ფონზე, როდესაც საუბარია ყველაზე მაღალ ავტორიტეტულ ადამიანზე საქართველოში, როდესაც ასეთი ბრალდების ტირაჟირება ხდება, კონკრეტული სახელი-გვარი სახელდება, არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ, მისი ოჯახის წევრების მიმართ რისკებს ჰქონდეს ადგილი და სახელმწიფომ უფრო დამატებითი ღონისძიებები უნდა გატაროს, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

დღის ამბები