03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
გუდაურის მიმართულებით გზა ჩაკეტილია - ფასანაურში ავტომობილების რიგებია

თბილისი-გუდაურისა და გუდაური-თბილისის მიმართულებით გზა ჩაკეტილია. მოძრაობა თბილისიდან მხოლოდ დაბა ფასანაურამდეა დასაშვები. ფასანაურში მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

გუდაურში მიმავალი მგზავრების ნაწილი თბილისში დაბრუნდა. ის მოქალაქეები კი, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში გადასვლას გეგმავენ, ამ დრომდე დაბა ფასანაურში არიან გაჩერებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც დაბა ფასანაურში იმყოფებიან, საკვებითა და სასმელი წყლით მომარაგდებიან.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება გზა და აღდგება მოძრაობა. გზის ჩაკეტვის მიზეზი თოვლის სახით წარმოქმნილი უხვი ნალექი და ზვავსაშიშროებაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები