05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
სვანეთში 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა

სვანეთში 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ თეთლუნდზე მოხდა, როდესაც მამაკაცი კიდევ ერთ ტურისტთან ერთად ზვავში მოყვა. ორივე მათგანი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ. მეორე ტურისტი უვნებელი გადარჩა, გარდაცვლილის ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. იგი გუშინვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. 

ფოტო:არქივი

დღის ამბები