სამებაში წირვა-ლოცვამ პატრიარქის გარეშე ჩაიარა. მოლოდინის მიუხედავად ილია მეორე საკათედრო ტაძარში დღეს დილით არ მისულა, მიზეზი უცნობია.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ადამის სამოთხოდან განდევნის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ. საღამოს 06:00 საათზე კი შენდობის წესი შესრულდება, რომელზეც სასულიერო პირების თქმით სამების ტაძარში პატრიარქის მისვლას ელოდებიან. ხვალიდან უკვე დიდი მარხვა იწყება.