მაგისტრალის მშენებლობის გამო ნგრევას დაქვემდებარებულ სახლებში მცხოვრები ადამიანები ადექვატურ კომპენსაციას ითხოვენ. სამუშაოებს ქვემო ფონიჭალაში მუნიციპალური განვითარების სააგენტო ახორციელებს და ერთ კვადრატულ მეტრში მოსახლეობას 649 ლარს სთავაზობს.
ადგილობრივების პრობლემებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გაეცნო. პოლიტიკოსის განცხადებით, კომპენსაციის დათვლა არა 2013 წლის დოლარის კურსით უნდა მოხდეს, როცა ეს სამუშაოები დაიგეგმა, არამედ მოქმედი კურსით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ.
„ვერც ერთი აქ მყოფი ოჯახი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს თავშესაფრით. ასეთ ვითარებაში მე მიმაჩნია, რომ არის დაუშვებელი ამ ხალხის გასახლება, თუმდაც სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. უნდა მოხდეს დაანგარიშება დღეს არსებული კურსით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.