კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს საღამოს ლოს-ანჯელესში, ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს დაასახელებს.
დოლბის თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე შოუს ტექნიკური პერსონალი ბოლო დეტალებს ასწორებს. უკვე ცნობილია, რომ ცერემონიას ორსულობის გამო არ დაესწრება ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი, რომელიც საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი.
შოუს დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად არ ესწრება ცნობილი ირანელი რეჟისორი ასგარ ფარჰადიც.