კალიფორნიის ქალაქ სანტა-მონიკაში დამოუკიდებელი ფილმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საღამოს ფავორიტი ფილმი მთვარის შუქი გახდა, რომელმაც 6 ნომინაციაში გაიმარჯვა და ოსკარზე წარმატების მოპოვების შანსი მკვეთრად გაზარდა. მთვარის შუქი წლის საუკეთესო ფილმად დასახლდა, მისი ავტორი ბარი ჯენკინსი კი წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა.
ცერემონიაზე ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად იზაბელ იუპერი აღიარეს, მამაკაცებს შორის ამავე ნომინაციაში კი კეისი აფლეკმა გაიმარჯვა.