01 ოქტომბერი 2024,   05:43
ვრცლად
სროლა სამგორის რაიონში -კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა

სამგორის რაიონში კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გახოკიძის ქუჩაზე დღეს 12:00 საათისთვის სროლა ისმოდა.

ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ და მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული. სპეცოპერაციის ფრაგელბში გატაცებულის გათავისუფლება მოხდა. შემთხვევის შემდეგ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

ამ საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები