05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
გორში ქარიშხალმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა - დაზიანებულია ავტომობილები

გორში ქარიშხალის შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ქარმა საცხოვრებელს სახურავი მთლიანად გადახადა. თუნუქის ნაჭრები ხის მასალასთან ერთად საცხოვრებელი სახლის წინ სკოლასთან დაეცა და ავტომანქანები დააზიანა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობის განცხადებით, ზაფხულში სახურავზე მიმდინარე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა, რის გამოც მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მერია ადგილობრივების განცხადებებს ვერ იხსენებს, თუმცა გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, პასუხს კონტრაქტორი კომპანია აგებს. ამ დროისთვის ქუჩა გადაკეტილია. მოსახლეობის თქმით, კორპუსის გადახურვა კვლავ საფრთხის შემცველია.

ადგილობრივებს აინტერესებთ, მიიღებენ თუ არა ისინი კომპენსაციას დაზიანებული მანქანებისა და სახურავის სანაცვლოდ.

დღის ამბები