05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკითხვას ელოდება. ბრადელბული სასულიერო პირი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დღეს მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის წევრმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. 

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე გამოძიებას ჩვენებას ხვალ მისცემს და სასულიერო პირის პოზიცია ოფიციალურად გახდება ცნობილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები