გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერში დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ბრალდებებს გამოეხმაურა თბილისის მერი. დავით ნარმანიას განცხადებით, ინვესტორი სკვერის მოწყობის ვალდებულებას იღებს.
„მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხში. ეს არ არის რეკრეაციული ტერიტორია და გარდა ამისა, მშენებლობა არ ეხება ხეებს. ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწესრიგოს და გააკეთოს სკვერი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაგრძელდეს მშენებლობა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ მერიას ნებართვის უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, სკვერში 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.