05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მორიგი "ოქროს თევზის" ისტორია

დაკავებული მამა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და საფუძვლიანად შეისწავლა ეკლესიის ქონება და ფინანსები, სადაც დიდი ალბათობით, ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინა როგორც საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან.

სხვა ობიექტებთან ერთად, მამა გიორგი მამალაძემ შარშან ხაშმის ღვინის ქარხანაც შეამოწმა. 1996 წელს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ქარხნის ბაზაზე სააქციო საზოგადოება ხაშმი დაფუძნდა. ქარხნის განვითარებისთვის 1997 წელს საბანკო კრედიტი მოიზიდეს. 1998 წელს კომპანიაში უკვე მძიმე ფინანსური კრიზისი იყო.

გაკოტრებისას ქარხანას კრედიტორების წინაშე 2 მილიონი ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვებული.

სასამართლომ გაკოტრებული კომპანიის ქონება აუქციონზე 4-ჯერ გაიტანა, თუმცა აქტივების შეძენის მსურველი არც ერთხელ არ გამოჩნდა. სასამართლომ, მთავარი კრედიტორის, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, რიგით მეხუთე, სალიკვიდაციო აუქციონი დანიშნა, სადაც ქარხნის უძრავ-მოძრავი ქონება 81 000 ლარად იქნა შეფასებული. მყიდველი ერთადერთი გამოჩნდა - შ.პ.ს. ემ-ემ-ბი, აბრევიატურის მიღმა კი საპატრიარქოს ყოფილი პრეს-მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი იდგა.

შ.პ.ს. ემ-ემ-ბი-ს დამფუძნებელმა, მიქაელ ბოტკოველმა რამდენიმე დღეში კომპანიაში მისი წილი საპატრიარქოს უსასყიდლოდ დაუთმო. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა განგვიმარტა, ამ თემაზე საუბარს ის აღარ აპირებს. რუსთავი 2-ის არქივში მოიძებნება სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ის აღნიშნული 81 000 ლარის წარმომავლობაზე საუბრობს.

ამგვარად ღვინის ქარხანა საპატრიარქოს კიდევ ერთხელ გადეცა და მალევე დირექტორად კვლავ კახაბერ მახათაძე დაინიშნა, თუმცა იყო ერთი დიდი განსხვავება, კომპანიას უკვე არავისი აღარაფერი ემართა. 81 000 ლარის ინდულგენციით 2 მილიონი ლარის ვალდებულებები იქნა ჩამოწერილი.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ფოტოებიდან ირკვევა, კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხშირად სტუმრობს თავად კახა მახათაძეც და მეუფე იაკობიც. მახათაძე სახელისუფლებო გუნდის შემწირველიცაა, მან მმართველ პარტიას სხვადასხვა დროს 50 000 ლარი გადაურიცხა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები