ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მისაცემად მზად არის, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ეს პროცესი 27 თებერვლამდე გადადო.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატს ეჭვი არ ეპარება, რომ პროკურატურა გამიზნულად აჭიანურებს პროცესს და ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეაკავოს იმ ინფორმაციის გაჟღერება, რის გახმაურებასაც მამა გიორგი აპირებს და სავარაუდოდ ზოგიერთი ადამიანისთვის არასასურველ სიმართლეს იტყვის.
"როდესაც ის ალაპარაკდება, საქმე თავდაყირა დადგება" - აცხადებს დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. ის მამა გიორგის ერთადერთი ადვოკატია, რომელმაც გაუთქმელობის პირობას ხელი არ მოაწერა და კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო თავისუფლად საუბრის საშუალება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა და ერთი კვირაა, რაც მამა გიორგიმ დუმილი დაარღვია და თანახმაა, ჩვენება მისცეს.
ავტორი:თეა ადეიშვილი.