33 წლის ნანატრი შვილი - 60 წლის წყვილს პირველი შვილი ეყოლა. პირველი შვილის გაჩენას ცოლ-ქმარი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ელოდა. პირველი 4 ორსულობა წარუმატებლად დასრულდა.
59 წლის ქალმა ნაყოფი 9 თვის განმავლობაში საკუთარი მუცლით ატარა და სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. გიორგი 9 თებერვალს მუცლადყოფნის 35-ე კვირაზე დაიბადა.
ნათელა ლაზიშვილი ქორწინებიდან 33 წლის შემდეგ იავნანას პირველად მღერის და არ გამორიცხავს, რომ გიორგის გარდა კიდევ ერთი მსმენელი ეყოლება.
ავტორი: მაია ლომიძე.