05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
ლარსის ალტერნატივა - რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი გზა შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა გახდეს

2013 წლის იანვარში პრემიერმა ივანიშვილმა სარკინიგზო მიმოსვლისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები ერთმანეთისგან გაყო და ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში დააანონსა, რომ შესაძლოა, მალე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე გაივლის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთზე, რეალობადაც იქცეს.

ჯერ კიდევ 2013 წელს, სომხეთში ვიზიტისას, იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, რკინიგზის გახსნა შესაძლებელი იყო. ამ განცხადებიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იმთავითვე მზად იყო ამ დერეფნის გასახსნელად.

4 წლის შემდეგ სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ლარსის დერეფნის ალტერნატივის გახსნაზე ისაუბრა, თუმცა რომელი გზა არის ალტერნატივა, ის არ აკონკრეტებს.

კარენ კარაპეტიანი საქართველოში 3 დღის წინ იყო ჩამოსული და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა. პრემიერებმა შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ ისაუბრეს. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხებოდა.

საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა, ლარსის გამშვები პუნქტის რა სახის ალტერნატივაზე შეიძლება იყოს საუბარი. სომხურ პრესაში გაჩნდა სტატიები, რომლებშიც ლარსის ალტერნატივად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დამაკავშირებელ სარკინიგზო გზას ასახელებს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები