05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძე დღეს უნდა დაიკითხოს

რას შეცვლის ბრალდებული დეკანოზის ჩვენება ე. წ. ციანიდის საქმეზე? მამა გიორგი მამალაძე დღეს უნდა დაიკითხოს. ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლები 11 საათისთვის გეგმავენ მისვლას პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე გაჟღერებული ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება და არ გამორიცხავენ, რომ ამას უკავშირდებოდეს დაკითხვის გაჭიანურება, რაც მათ დამატებით კითხვებს უჩენს.

"ის აპირებს ისეთი ჩვენება მისცეს, რომელი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს პროკურატურის მხრიდან წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობას და არსებობას საერთოდ. ეს იქნება ყველასთვის ნათელი სურათი, თუ რამდენად უდანაშაულოა მამა გიორგი," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ მას 5-ჯერ შესთავაზეს ჩვენების მიცემა, რაზეც უარი თქვა. მამა გიროგი მამალძე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკავებულია და თითქმის ერთი კვირაა, რაც აცხადებს, რომ მზად არის დასაკითხად.

საგამოძიებო ორგანომ აქამდე მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. მას დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშები აუღეს.

დღის ამბები