03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ლევან კორტავას საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

ლევან კორტავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა ადვოკატები ცხაკაიას სახელობის კლინიკის ექიმების საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმის ობიექტურად შესწავლის შემთხვევაში, შესაძლოა ქუთაისელი ექიმების სამედიცინო გადაცდომები გამოიკვეთოს.

ადვოკატების თქმით, პატიმარ ლევან კორტავას შესაძლოა 11 დღის განმავლობაში არასათანადო მკურნალობა უტარდებოდა და ისინი ეჭვქვეშ აყენებენ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზსაც. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ლევან კორტავას გარდაცვალების რეალური მიზეზი არ არის ის, რის გამოც 6 ადამიანი სასჯელს იხდის.

მსჯავრდებულების დამცველები საკითხით დაინტერესებას მინისტრს სთხოვენ. განცხადება საქმის მასალებთან ერთად ადვოკატებმა ჯანდაცვის სამინისტროს დღეს ჩააბარეს.

 

 

დღის ამბები