05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან ადვოკატები და პროკურორები დაახლოებით, 1 საათია იმყოფებიან. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე შევიდნენ.

ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული დეკანოზის ჩვენება ე.წ. ციანიდის საქმეს სრულიად შეცვლის. მათივე თქმით, პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის გაჭიანურებას ცდილობდა.

პროკურატურა დაცვის მხარეს სპეკულაციაში ადანაშაულებს. პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ადვოკატებმა ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს გამოძიება დაკითხვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

კითხვაზე, საქმეზე ხომ არ შეიცვალა პროკურორი, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ საქმეს რამდენიმე პროკურორი ჰყავს.

ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საპატრიარქოში იარაღი იქნა ამოღებული, ამაზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კომენტარი არ გააკეთა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები