გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. როგორც კახაბერ ყურაშვილის მეუღლე აცხადებს, ტყის მცველს თავში შეშის ნაჭერი აქვს ჩარტყმული, რომელიც იქვე შემთხვევის ადგილზე გდია. ცხოველებისგან დაზიანებები კი, მოგვიანებით აქვს ცხედარს მიყენებული.
46 წლის კახაბერ ყურაშვილი კასპის რაიონში ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა.
გარდაცვლილის დასახიჩრებული ცხედარი გუშინ ღამით იპოვეს სამართალდამცავებმა. საქმე აღძრულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით.