საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ და იმ პროცესების შესახებ გააცნეს ინფორმაცია, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს.
„კრიზისული სიტუაცია, რა თქმა, უნდა არსებობს ამას ვერავინ დამალავს, იქიდან გამომდინარე, ადამიანებმა არ იციან, დღეს იქნებიან სამსახურში თუ არა,“ - განაცხადა დარგობრივი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ლაშა მესხმა.
მათი თქმით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა უხეშად არღვევს დასაქმებულების უფლებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ის გეგმა, თუნდა მეორე, რომელიც წარმოდგენილია, უხეშად არღვევს ჩვენს პროფესიულ უფლებებს, არ არის მყარად დასაბუთებული, თუ რატომ იხურება ესა თუ ის გადაცემა,“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა, დოდო შონავამ.
დღესვე პროფკავშირებისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები ახალ მენეჯმენტს არხის განვითარების საკუთარ გეგმას წარუდგენენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მენეჯმენტი ჟურნალისტიკას დევნის. ჟურნალისტები, ახალი ამბები და მაუწყებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ გაუზიარო და მოუყვე სიმართლე საზოგადოებას. თუ მენეჯმენტი მოდის, რომ ასე მოიქცეს, ნიშნავს, რომ მენეჯმენტი დემოკრატიას უტევს,“ - განაცხადა ოჰაიოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტმა, სტიუარტ მაკინტაერიმ.