05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს - კახა კალაძე

საქართველოს ვიცე პრემიერი კახი კალაძე, ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და ოპონენტებს ურჩევს გამოძიების შედეგებს დაელოდონ. კახი კალაძის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

"რაც შეეხება გამოძიებას, დაველოდოთ. თქვენ იცით, რომ მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, დაველოდოთ და შედეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქოში საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, იარაღი იქნა ამოღებული, ვიცე პრემიერი ამბობს, რომ ინფომრაციას არ ფლობს.

„რაც შეეხება ჩრეკას, არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატრიარქი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს - მთავარია მისი ჯანმრთელობა," - აღნიშნა კალაძემ. 

დღის ამბები