ვეტერანებმა მეტრო რუსთაველთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ღვაწლმოსილი ვეტერანების დაფასებასითხოვენ. მათ დღეს თავიანთი მოთხოვნები 8 პუნქტად ჩამოაყალიბეს, მათ შორის, შეწყდეს ომის ვეტერანთა ინსტიტუციური დევნა და მთი ასაკობრივი დისკრიმინაცია.
აქციის მონაწილეები ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსებასა და ფუნქციონირების აღდგენასაც ითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
ვეტერანების აქცია დღეს შეუერთდნენ აუდიტორია 115-ის წევრები.